ამ ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები თანამდებობებიდან უცებ ქრებიან, ისე, რომ ქართველ საზოგადოებას ღირსადაც არავინ თვლის, რომ აუხსნას, არგუმენტაცია უთხრას, საქმის კურსში ჩააყენოს, რის გამო მიიღება ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ჩვენ ვნახეთ პრემიერ-მინისტრის განცხადება გადადგომის თაობაზე და მისი წასვლა, დღეს ჩვენ ვხედავთ აჭარის ლიდერის გადადგომას და წასვლას. მაგრამ არცერთ შემთხვევაში ჩვენ და ქართულ საზოგადოებას არ მიუღია ნორმალური, ჩამოყალიბებული არგუმენტაცია ამ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რაც არც ქართული საზოგადოებისთვის არის მისაღები და არც გასაგებია საერთაშორისო საზოგადოებისთვის
tbl.ge/30f5
დაკოპირდა
პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი, ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ ზურაბ პატარაძის მიერ პოსტის დატოვების შესახებ, საზოგადოებამ მკაფიო ახსნა-განმარტება უნდა მიიღოს.
ამავე თემაზე
- სუს-ის უფროსის მოადგილედ ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დაინიშნა
- სუს-ის რეგიონული სამსახურის უფროსებს თანამდებობები დაატოვებინეს
- პრემიერი: ვინც ტემპს ფეხს ვერ აუწყობს, მათი ადგილი არ გვექნება
- კობახიძე: ამ ეტაპზე, საკადრო ცვლილებები არ განიხილება, ენმ ცდილობს აქცენტის გადატანას
- ლია გიგაური ქეთევან ციხელაშვილის მოადგილედ დაინიშნა