ზაფხული 2018

ცხელი ზაფხული - ტემპერატურა მთელ მსოფლიოში რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს აღწევს

University of Maine Climate Reanalyzer

თბილისში რამდენიმე დღეა, ჰაერის ტემპერატურა განსაკუთრებით მაღალია. 2 ივლისს დედაქალაქში 40 °C იყო, დღეს თერმომეტრი 35°C-ს უჩვენებს. 

როგორც აღმოჩნდა, ტემპერატურა მაღალი არა მხოლოდ საქართველოშია. ვაშინგტონ პოსტის ცნობით, ქვეყნებში, სადაც, როგორც წესი, გრილი ზაფხულია, ტემპერატურამ საგრძნობლად მოიმატა და ზოგ ადგილას რეკორდული მაჩვენებელიც დაფიქსირდა.  

ბრიტანეთში მაღალი ტემპერატურის გამო ქუჩები და შენობების სახურავებიც დაზიანდა. "ამინდის არხის" ცნობით, ტემპერატურამ რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. 

შოტლანდიაში, გლაზგოდან 12 მილის დაშორებით, 28 ივნისს ჰაერის ტემპერატურა 33.2 გრადუს ცელსიუსს აღწევდა. ამ დღეს რეკორდი, 32,9 გრადუსი ცელსიუსი მოიხსნა, რომელიც 2003 წელს გრეიკრუკში დაფიქსირდა. 

ირლანდიაში, 28 ივლისს: 

ბელფასტი - 29.5 °C

შენონი - 32 °C

ჩრდილოეთ ირლანდიაში, კასტლედერგში - 29 ივლისს, 30.1 °C

ასევე, კავკასიაში: სომხეთში 2 ივლისს იყო 42 °C.

აშშ-ში:

მასობრივმა და ინტენსიურმა სიცხემ ამერიკის შეერთებული შტატების და კანადის 2/3 ნაწილი მოიცვა. ვაშინგტონ პოსტი წერს, რომ აქ არა მხოლოდ ცხელა, განსაკუთრებით მაღალია ტენიანობაც. 

მაგალითად, დენვერის შტატში 28 ივნისს ჰაერის ტემპერატურამ 40 °C-ს გადააჭარბა. 

ბარლინგტონი, ვერმონტი - 27 °C.

კანადაში, კვებეკის პროვნიციაში, ქალაქ მონრეალში, ბოლო 147 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა იყო 2 ივლისს - 36.6 °C. აქვე დაფიქსირდა სითბოს და ტენიანობის ექსტრემალურად მაჩვენებელი.

ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა 1-ლ ივლისს ოტავაშიც

პაკისტანში კი აპრილში ჰაერის ტემპერატურა 50.2 გრადუსს აღწევდა. 

კომენტარები