ხორავას ქუჩის საქმე

ბედოიძე სიგუაზე: სად დარეკოს და როგორ მოიქცეს, როცა ავად არის, თვითონ უკეთ იცის

რა თქმა უნდა, ჩვენი, ყველას ინტერესია ის, რომ გამოძახებული პირი იყოს აქ და კომისიის სხდომაზე გასცეს ყველა დასმულ კითხვას პასუხი. ვერც მე ვერ ვუკავშირდები, აქ რომ მოვედი, მაინტერესებდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობდა და ვერ დავუკავშირდი, ტელეფონი გამორთული იყო. დილით ველაპარაკე და როდესაც აქ მოვედი, მინდოდა კიდევ დავკავშირებოდი და მისი ჯანმრთელობის შესახებ დამატებით მიმეღო ინფორმაცია... იცით, რაშია საქმე, სად უნდა დარეკოს და როგორ უნდა მოიქცეს, როცა ავად არის, თვითონ უკეთესად იცის, ხომ?

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი შალვა ბედოიძე კითხვაზე, რატომ არ შეატყობინა დეტექტივების სამმართველოს უფროსმა იოსებ სიგუამ დროებით საგამოძიებო კომისიას, რომ სხდომაზე ვერ მივიდოდა.

კომენტარები