გუდიაშვილის მოედანი

გუდიაშვილის მოედანზე არქეოლოგიური მასალა - მოჭიქული კერამიკული ჭურჭელი აღმოაჩინეს

თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გუდიაშვილის მოედანზე, მორიგი არქეოლოგიური მასალა - მოჭიქული კერამიკული ჭურჭელი აღმოაჩინეს.

ბ. ახოსპირელის N4-ში, სარდაფში განლაგებულ სხვადასხვა ზომის ქვევრში კერამიკული
ნაწარმი - დიდი, საშუალო და მცირე ზომის, მოჭიქული სამი დოქი, ასევე, საშულო და მცირე
ზომის ჭინჭილა აღმოჩნდა. ხუთივე ჭურჭელი ერთნაირად, მომწვანოდაა მოჭიქული. ისინი
ზუსტად იმეორებენ ცოტა ხნის წინ გუდიაშვილის მოედანზე, ახოსპირელის N7/2-ში მდებარე
საცხოვრებელი სახლის სარდაფში გამოვლენილ კერამიკულ ჭურჭელზე დატანილ დამღას,
წვეროსანი მამაკაცის ანფასს, რომელსაც პირობითად „თბილისელი“ ეწოდა. კერამიკული
ნაწარმი, შესაძლოა, გვიანი შუა საუკუნით დათარიღდეს.

გარდა ამისა, ერთერთ ქვევრში სპილენძის აზარფეშა - გრძელტარიანი, ფართოპირიანი დიდი კოვზისებური ღვინის სასმისი და სპილენძის თეფში აღმოჩნდა.

კომენტარები