რეკლამა

2 ლარად მოგებული 55 893 ლარი

საქართველოს ეროვნულ ლატარიას კიდევ ერთი იღბლიანი მოგებული ადამიანი შეემატა.

გიორგი ნოზაძემ ტირაჟიანი "ლოტო 6/36-ის" ბილეთი თბილისში, დინამო არენას მიმდებარე ტერიტორიაზე ლოტოს ჯიხურში შეიძინა და 2 ლარად 55 893 ლარი მოიგო. მის მიერ არჩეული ციფრების კონბინაციამ გიორგი ნოზაძეს ტირაჟიანი "ლოტო 6/36"-ის 29 -ე გათამაშებაში მე-2 საპრიზო კატეგორია მოაგებინა. გიორგიმ 5 ძირითადი და 1 ბონუს რიცხვი გამოიცნო, მან ციფრები შემთხვევითობის პრინციპით შემოხაზა, მეორე დღეს კი, ბილეთის გადასამოწმებლად იმავე ჯიხურს მიაკითხა და როდესაც შეიტყო რომ მისმა ბილეთმა 55 893 ლარი მოიგო, "ისეთი შოკი მიიღო, რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემს."

გიორგი ნოზაძე 28 წლისაა და მას კერძო სარემონტო ბიზნესი აქვს. როგორც საქართველოს ეროვნული ლატარიის ერთ-ერთი მსხვილი გამარჯვებული ამბობს, "ლატარიას ვთამაშობ, თუმცა არც ისე ხშირად, პატარა თანხებს ყოველთვის ვიგებდი, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ როდესმე დიდი თანხის გამარჯვებული გავხდებოდი, ვთვლი რომ იღბლიანი ვარ და ლატარიას მომავალშიც აუცილებლად ვითამაშებ. ძალიან მაგარი შეგრძნებაა ამხელა თანხის მოგება, ყველას ვუსურვებ მსგავსი სიხარულის განცდას."

გიორგი ნოზაძემ მოგებული თანხა უკვე მიიღო. 17 მარტიდან დღემდე, საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ მოგების სახით 4 მილიონ ლარზე მეტი გასცა, ხოლო მოგებული ბილეთების რაოდენობა აჭარბებს. სულ მალე, კი ლატარიის ერთგულ მომხმარებელებს და მათაც ვისაც ჯერ არ დაუწყია თამაში, შესაძლებლობა ექნება "ლოტო 6/36"-ის ბილეთები ონლაინ, საქართველოს ეროვნული ლატარიის ვებგვერდის www.lotto.ge-ის საშუალებით შეიძინონ და გახდნენ გამარჯვებულები.

კომენტარები