სახალხო დამცველის ოფისი

სოფო კილაძე: ყოვლად დაუშვებელია სახალხო დამცველის ოფისის მუშაობის შეწყვეტა

პარლამენტი

სახალხო დამცველის ოფისმა, შენობის ავარიულობის გამო, 2 ივლისამდე მუშაობა შეწყვიტა.

ამ ფაქტს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე გამოეხმაურა. მან მოუწოდა შესაბამის უწყებებს, დაუყონებლივ უზრუნველყონ სხალხო დამცველის ოფისისთვის ფართის გამოყოფა.

"მინდა გამოვეხმაურო სახალხო დამცველის მიერ მუშაობის შეწყვეტის ფაქტს შენობის ავარიული მდგომარეობის გამო. სახალხო დამცველი არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი ადამიანის უფლებების მონიტორინგის კუთხით საქართველოში. ყოვლად დაუშვებელია ოფისის მუშაობის შეწყვეტა. მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სახალხო დამცველის ოფისისთვის შესაბამისი ფართის გამოყოფა, იმისთვის, რომ მან შეძლოს გააგრძელოს ადამიანის უფლებების დაცვა შესაბამისი მაღალი სტანდარტით" - თქვა სოფო კილაძემ.

კომენტარები