ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა

ბიჭი, რომელიც გადარჩა - ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა 21 წლის გახდა

hearstapps.com

"ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა" დღეს 21 წლის გახდა.

მსოფლიო ბესთსელერის პირველი ნაწილი ჯოან ქეროლ როულინგის ავტორობით 1997 წელს 26 ივნისს გამოიცა.

პოტერიანა 7 წიგნისგან და 8 ფილმისგან შედგება. როულინგის შვიდტომეულის ბოლო წიგნი, პროდიუსერებმა ორ ნაწილად გაყვეს, მიზეზად კი წიგნის სიდიდე დაასახელეს.

აღსანიშნავია რომ "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა" 74-ზე მეტ ენაზე არის თარგმნილი, ასევე, პოტერიადა ყველაზე გაყიდვადი წიგნების სერიაა. მას მსოფლიოს მასშტაბით უამრავი თაყვანისმცემელი ყავს.

წიგნი მკითხველს სხვა სამყაროში მოგზაურობის საშუალებას აძლევს. მასში გადმოცემული ისტორია სიყვარულს, თანადგომას, სიმამაცეს, მეგობრობას და ბევრს სხვა რამეს გვასწავლის და რაც მთავარია, მკითხველი პერსონაჟების გრძნობებს მძაფრად შეიგრძნობს.

კომენტარები