ხორავას ქუჩის საქმე

პროკურორი მესამე დაჭრილზე: შეუძლებელია მტკიცება, რომ გ.მ-ს დაზიანება მიაყენეს დანით

გამოძიებით რაც იყო დადგენილი და რაც სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, სარალიძის და დადუნაშვილის მკვლელობაში ფიგუგრირებდა ორი დანა. რაც შეეხება გ.მ-ს დაზიანებას, რა ვითარებაში მოხდა, ვის მიერ, როგორ მოხდა, ამაზე ამომწურავი პასუხი გამოძიებას არ აქვს. მხოლოდ ერთ მტკიცებულებაში, ფარულ საგამოძიებო მოქმედებაშია საუბარი, როდესაც გ.ბ საუბრობს, რომ მწვანექურთუკიანს ეჭირა დანა და იქნევდა დავით სარალიძის მიმართულებით, ასეა ფარულ ჩანაწერში.

თუ დავუშვებთ იმ შესაძლებლობას, რომ დ.ღ-ს, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ჰქონდა დანა და ამით დააზიანა გ.მ, ეს არის მხოლოდ ვერსია. რაც შეეხება იმის მტკიცებას, რომ გ.მ-ს დაზიანება მიყენებული აქვს დანით, ამის იმპერატიული მტკიცება შეუძლებელია. ეს არის სავარაუდო დანა.

ხორავას ქუჩის საქმის პროკურორი ზვიად ფხაკაძე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, არჩილ თალაკვაძის კითხვაზე - ფიგურირებს თუ არა საქმეში მესამე დანა.

კომენტარები