ტრანსპორტი

24 ივნისის გარბენის გამო ვაკისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვლება

ჭავჭავაძის გამზირი
ტაბულა

თბილისის მერიის ინიციატივით, კვირას, 24 ივნისს, გაიმართება გარბენი "თბილისი", რომელიც ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას ისახავს მიზნად. მარათონში მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ მოქალაქეს.

მერიის ცნობით, გარბენი დაიწყება ვაკის პარკიდან და დასრულდება თავისუფლების მოედანზე, აქედან გამომდინარე 24 ივნისს, 10:00-დან 14:00 საათამდე ვაკის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება.

მუნიციპალური ავტობუსები და სამარშრუტო მიკროავტობუსები თამარაშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე იმოძრავებენ ყაზბეგისა და პეკინის გამზირების, გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით.

კომენტარები