გიორგი გიორგანაშვილის საქმე

გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო

facebook.com/baxalastvis

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა. ცნობისთვის, 23 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ "ბახალას" 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

გიორგი გიორგანაშვილს პატიმრობა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის მიუსაჯეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით (0,3726 გრამი) ბუპრენორფინის შეძენა-შენახვისთვის (სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი) ჰქონდა წარდგენილი. მუხლი 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა.

გიორგი გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს. მისი მტკიცებით, ნარკოტიკი პოლიციელებმა დასჯის მიზნით "ჩაუდეს". მის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაც გაიმართა.

აქვე შეგახსენებთ, რომ "ბახალას" მიმდინარე წლის აპრილში ახალი ბრალი წარუდგინეს. გამოძიება მას ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანას ედავება. 

კომენტარები