გერმანია

მერკელს და ქრისტიან-სოციალურ კავშირს შორის მიგრაციაზე მოლაპარაკებები დაიწყო

ჰორსტ ზეეჰოფერი და ანგელა მერკელი
DPA

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის მოკავშირე ბავარიული ქრისტიან-სოციალური კავშირი გერმანიის საზღვრებზე იმიგრაციის შეზღუდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

უკანასკნელი კვირების განმავლობაში იმიგრაციის საკითხმა მერკელსა და მის მოკავშირეებს შორის უთანხმოება გაამწვავა.

ქრისტიან-სოციალური კავშირის თავმჯდომარე, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ჰორსტ ზიჰოფერი აცხადებს, რომ გერმანიას უნდა ჰქონდეს უფლება მიღებაზე უარი უთხრას იმ მიგრანტებს, რომლებიც ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში უკვე დარეგისტრირდნენ. შესაბამისად, ზეეჰოფერს 2015 წელს ანგელა მერკელის მიერ შემოღებული ღია კარის პოლიტიკის გაუქმება სურს. ცვლილება ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნების ღია საზღვრების სისტემაზეც მოახდენს გავლენას. ანგელა მერკელი ამ ცვლილებების წინააღმდეგია.

იმ შემთხვევაში, თუ ორშაბათს მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, შესაძლოა ქრისტიან-დემოკრატებისა და სოციალ-დემოკრატების 70-წლანი ალიანსი დაიშალოს და გერმანიის სამთავრობო კოალიციამ საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგოს.

კომენტარები