HAHA

Facebook-ის მომხმარებლები რაულ ხაჯიმბას და პუტინის ფოტოებზე HAHA რეაქციას ტოვებენ

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ფეისბუქ-პოსტს ქსელის ქართველი მომხმარებლები HAHA ემოციას უსვამენ. 

რაულ ხაჯიმბამ ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებზეც ის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ერთად არის გადაღებული - ხაჯიმბა გუშინ მოსკოვში, მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნას დაესწრო. 

HAHA რეაქციებით ქართველი მომხმარებლები ხაჯიმბას დასცინიან. 

ანალოგიური კამპანია იყო რამდენიმე კვირის წინ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრის ფბ პოსტზეც, როდესაც დაურ კოვემ სირიის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ დაწერა. ქსელის მომხმარებლების HAHA რეაქციების სიჭარბის გამო კოვემ პოსტი მალევე წაშალა. 

კომენტარები