მაშველები

ჭოროხის ადიდების გამო, ნაპირზე ჩარჩენილი 14 წლის ბიჭი მაშველებმა ნავით გამოიყვანეს

ხელვაჩაურის რაიონში, მდინარე ჭოროხის ადიდების გამო, მდინარის მეორე ნაპირზე ჩარჩენილი 14 წლის ბიჭი მაშველებმა ნავით გამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მუშაობდა 2 სამაშველო და ერთი ოპერატიული ჯგუფი.

კომენტარები