NBA-ის ჩემპიონი

ზაზა ფაჩულიას გუნდი ზედიზედ მეორედ NBA-ის ჩემპიონი გახდა

sportingnews.com

Golden State Warriors ზედიზედ მეორედ და ბოლო ოთხ წელიწადში მესამედ NBA-ის ჩემპიონი გახდა. ზაზა ფაჩულიას გუნდმა ფინალური სერია Cleveland Cavaliers-ს ანგარიშით 85:108 მოუგო.

ზაზა ფაჩულიამ 02:47 წუთი ითამაშა და 2 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 37 ქულით სტეფ კარი გახდა.

Golden State Warriors ისტორიაში NBA-ს ჩემპიონი მეექვსედ გახდა. ზაზა ფაჩულია კი მეორე საჩემპიონო ბეჭედს დაისაკუთრებს.

კომენტარები