ჩარლზ კრაუტჰამერი

ჩარლზ კრაუტჰამერი: რამდენიმე კვირის სიცოცხლე დამრჩა

Politico

დღეს, ცნობილმა ამერიკელმა პოლიტიკურმა კომენტატორმა, ჩარლზ კრაუტჰამერმა, Washington Post-ზე ბლოგი დაწერა

კრაუტჰამერის თქმით, მისი ბრძოლა მუცლის ღრუს კიბოსთან დასრულდა, ეს საბოლოო განაჩენია.

"გასულ წელს, აგვისტოში, მე ოპერაცია გავიკეთე, რათა ამომეჭრა სიმსივნე მუცლის ღრუდან. ჩაფიქრებული იყო, რომ ოპერაცია წარმატებით უნდა დასრულებულიყო, თუმცა მან მრავალი სხვა გართულება გამოიწვია, რასაც მე საავადმყოფოში ყოფნის წამიდან ვებრძვი. ეს იყო გრძელი და რთული ბრძოლა ბევრი ნაკლოვანებებით, მაგრამ მე ვიყავი სტაბილურად. ნელი ტემპით ვცდილობდი დავბრუნებოდი ჯანმრთელობას.

მიუხედავად ამისა, ბოლო კვლევებმა აჩვენეს, რომ სიმსივნე დაბრუნდა. ერთი თვის წინ ამის მაჩვენებელი არანაირი ნიშანი არ არსებობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის აგრესიულია და სწრაფად იზრდება. ექიმებმა მითხრეს, რომ რამდენიმე კვირის სიცოცხლე დამრჩა. ეს საბოლოო განაჩენია, ჩემი ბრძოლა დასრულდა" - წერს ჩარლზ კრაუტჰამერი.

ჩარლზ კრაუტჰამერი პულიცერის პრემიის ლაურეატია, მას ბრიტანულმა Financial Times-მა ყველაზე გავლენიანი კომენტატორი უწოდა.

კომენტარები