თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქის მთავრობა ე.წ ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტს იწყებს. კალაძემ დღეს თქვა, რომ მერია აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ვარკეთილის მესამე მასივში მდებარე 30 205კვ.მეტრის მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კომპლექსის განვითარების მიზნით.
"ვიწვევთ კერძო სეტორს. გამარჯვეული პირი პროექტს განახორციელებს საკრებულოს განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად და გარკვეული რაოდენობის ფართებს გადასცემს მუნიციპალიტეტს.
მინდა ხაზი გავუსვა, როცა ადამიანს გულით გჯერა და ხარ მონდომებული, რომ გარკვეული პროექტები განახორციელო - ყველაფერი არის შესაძლებელი. ამ ეტაპზე საუბარია ვარკეთილის მესამე მასივის მეექვსე და მერვე კვარტლებში მდებარე ოთხი მწვავედ ავარიული კორპუსის სრულად ჩანაცვლებაზე, ასევე ვარკეთილის მესამე მასივსა და ზემო პლატოზე მდებარე ნაკლებად მწვავე ავარიული კორპუსების მაცხოვრებლების გადაყვანაზე. ჩვენ შეგვიძლია უკვე დავიწყოთ მოლაპარაკებები ამ ოჯახებთან და მათ ექნებათ რეალურად შესაძლებლობა, რომ ახალი, თანამედროვე საცხოვრებელი ფართები მიიღონ ამ კონკრეტულ ლოკაციაზე. მათ ექნებათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები, 170 ოჯახზეა პირველ ეტაპზე საუბარი, მაგრამ ეს არ არის ერთჯერადი პროექტი, ეს არის ცოცხლი პროცესი, რომელიც მოგცემს შესაძლებლობას, საკმაოდ მასშტაბურად განვახორციელოთ ე.წ ხრუშჩოკების ჩანაცვლების პროექტი და ძალიან მიხარია, რომ დაწყო ამ პროექტის განხორციელება" - განაცხადა კალაძემ.





