ფინანსური ფეხბურთი

თამაში "ფინანსური ფეხბურთი" Visa-სა და ეროვნული ბანკისგან


ფოტო: ფინანსური ფეხბურთი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და საერთაშორისო გადახდების სისტემამ Visa-მ დღეს "ფინანსური ფეხბურთის" ვიდეოთამაშის ქართული ბაზრისთვის ადაპტირებული ვერსია წარადგინეს. 

"ფინანსური ფეხბურთი" ინტერაქტიული ონლაინ თამაშია, რომელშიც გამარჯვებისთვის მოთამაშეებმა სხვადასხვა სირთულის საფინანსო კითხვებს უნდა გასცენ პასუხი. მაგალითად:

აქციების ყიდვა ნიშნავს, რომ ყიდულობთ კომპანიის:

  • ობლიგაციას
  • წილს (სწორი პასუხი)
  • ინფორმაციაზე წვდომას
  • პორტფელს

დღესვე საქართველოს ეროვნულ ბანკსა და Visa-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ ითანამშრომლონ ქვეყანაში ფინანსური განათლების ამაღლების მიმართულებით, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ვიდეოთამაშს თან ერთვის სასწავლო მოდულები და მასწავლებლებისთვის განკუთვნილი რჩევები, რაც საშუალებას იძლევა ფინანსური განათლების ეს პროექტი საგაკვეთილო პროგრამის ნაწილი გახდეს. თითოეული მოდული შეიცავს სავარჯიშოებს, რომლებიც მოთამაშეთა ცოდნის შემოწმებას ემსახურება. 

"ფინანსური ფეხბურთი" 42 ქვეყანაში, 16 ენაზე არის ხელმისაწვდომი.

კომენტარები