მკლავჭიდი

ახალგაზრდა ფერმერის ფესტივალის ფარგლებში მოწყობილ მკლავჭიდის შეჯიბრში ქალმა მხარი მოიტეხა

Getty Images

შაბათს, ირტინგტონში, ახალგაზრდა ფერმერების კლუბის საველე დღე შედგა, სადაც სხვადასხვა აქტივობაში 800-ზე მეტმა ფერმერმა მიიღო მონაწილეობა.

ახალგაზრდა ფერმერები ერთმანეთს ცხვრების გაპარსვაში, ყვავილებით კომპოზიციების შექმნასა და სხვა აქტივობებში ეჯიბრებოდნენ. ერთ-ერთი ასეთი შეჯიბრი მკლავჭიდში ჩატარდა, სადაც 20 წლის გოგონაც იღებდა მონაწილეობას. როგორც BBC წერს, მისი მეტოქე შეძრწუნდა, როდესაც მიხვდა, რომ გოგონას მხარი მოტეხა.

ადგილზე იმყოფებოდა კენტდეილის პირველადი დახმარების წარმომადგენელი, ენდრიუ დიკინსონი, რომელიც ტერიტორიაზე მონაწილეების სამედიცინო დახმარებას უზრუნველყოფდა. მან აღმოუჩინა დაზარალებულს პირველადი დახმარება და გაუკეთა ტკივილგამაყუჩებელი, სანამ სასწრაფო დახმარება მოვიდოდა.

“გოგონამ მკლავჭიდის შეჯიბრში მონაწილეობისას მხარი მოიტეხა. მას ძალიან ცუდად მოტყდა მხარი, რამაც გაუსაძლისი ტკივილი გამოიწვია. როდესაც მეტოქემ გააანალიზა, რომ გოგონას ხელი მოტეხა - გული წაუვიდა. მომენტალურად ყველა მასთან მიცვივდა, მაგრამ ის მალევე გამოკეთდა” - თქვა დიკინსონმა.

20 წლის გოგონა სასწრაფო დახმარების მანქანამ კუმბერლენდის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.

“მიუხედავად ინციდენტისა, ფანტასტიკური დღე იყო. დღე ცეკვებით დასრულდა, რასაც 600 ადამიანი დაესწრო. ადგილი დილის 2-ის ნახევარზე დავტოვეთ.” - დაამატა დიკინსონმა.

კომენტარები