გიორგი გაბუნია არის ძალიან კარგი ჟურნალისტი, მაგრამ ამ ბოლო დღეებში, მისი გამოსვლა, სხვა არაფერი იყო, თუ არა დიდი შეცდომა და ჩავარდნა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ზღვარგადასული არ ვარგა არაფერი. ღვთისმშობლის აგდებულად მოხსენება შეურაცხყოფს ყველა მორწმუნე ქრისტიანის გრძნობებს, ისევე როგორც საკუთარი დედის აუგად მოხსენიება. პირადად ჩემთვის, ეს იყო ძალიან უსიამოვნო სანახავი. ვთხოვ ყველას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის გრძნობებს და თავი შევიკავოთ უაზრო წყენის მიყენებისგან და როდესაც ასეთი რამ ხდება, ჩვენ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ საჯარო ბოდიში! ამავე დროს, მიუღებელია ამ თემის, ერთი ჟურნალისტიდან, მთლიანად რუსთავი ორზე განვრცობა და მთელს ტელევიზიაზე აგრესიის გადატანა, რაც პირდაპირ შედის ქართველი ხალხისა და საქართველოს ეკლესიის მტრის, ბიძინა ივანიშვილის, ინტერესებში!
მიხეილ სააკაშვილი
სააკაშვილი: ღვთისმშობლის აგდებულად მოხსენება შეურაცხყოფს მორწმუნე ქრისტიანის გრძნობებს
tbl.ge/2xtz
დაკოპირდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გირგი გაბუნიას შესახებ. გუშინდელ გადაცემაში "არჩევანი", გიორგი გაბუნიამ ცენზურაზე საუბრისას მხატვრის, ლია უკლებას ნამუშევარი თვითმკვლელი ღვთისმშობელი მიმოიხილა. გაბუნიამ ნახატზე საუბრისას თქვა, რომ ღვთისმშობელს ხელში სათამაშო თოფი უჭირავს და სინამდვილეში თავს ვერ მოიკლავს და ქრისტესაც მალე გააჩენს. მართლამდიდებლების ნაწილმა გაბუნიას ეს მონოლოგი მათი ე.წ. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად მიიღო.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




