რაღაც ეშმაკური სვლა გააკეთეს და გარკვეულმა ჯგუფებმა, ძირითადმა ლგბტ თემმა მოიხსნეს პასუხისმგებლობა და შეუძლია გამოვიდნენ და თავისუფლად თქვან - ჩვენ აზრზე არ ვართ, ვინ შეიკრიბა იქ, ადამიანები თავისუფლები არიან თავის ქმედებაში და როგორც უნდა ისე მოიქცევიან. ამიტომ, ჩვენ შევიკრიბებით, ერთმანეთს მოვეფერებით და დავიშლებით, რათა მათ ზეიმის ჩატარების საშუალება არ მივცეთ. სურვილი ვისაც ექნება და ვიცი, რომ საკმაოდ დიდ რაოდენობას აქვს, 17:00 საათიდან შევიკრიბებით მთავრობის ადმინისტრაციასთან. ამ ტერიტორიაზე აქციის გამართვაზე "ქართულ იდეას" შეტანილი გვაქვს განცხადება და შესაბამისად, ჩვენ შეკრებაში არაფერი კანონსაწინააღმდეგო არაფერი არ იქნება", - აცხადებდა გია კორკოტაშვილი.
tbl.ge/2xge
დაკოპირდა

ინტერპრესნიუსის ცნობით, ამბობს "ქართული იდეის" ერთერთი ლიდერი გია კორკოტაშვილი. ცნობისთვის, ორგანიზაციის წარმომადგენლები "პრევენციის მიზნით" მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებას აპირებენ, რათა ლგბტ აქტივისტებმა იქ აქცია არ გამართონ.
ამავე თემაზე
- საია: საქართველო წლევანდელ 17 მაისსაც პოლიტიკური ჰომოფობიის ფონზე ხვდება
- 17 მაისს შიო III სამებაში წირვას აღავლენს, ქაშუეთიდან მსვლელობა გაიმართება – საპატრიარქო
- Tbilisi Pride: სოლიდარობას ვუცხადებთ რეჟიმის მიერ ჩაგრულ ყველა ადამიანს
- SJC: ჰომოფობიის განმტკიცებით, ოცნება პრორუსული ავტოკრატიების კიდევ ერთ მარკერს იძენს
- მდინარაძე: დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას ქართველი ხალხი!




