ენმ

ენმ კანონპროექტით ითხოვს პრემიერი ვალდებული იყოს წელიწადში ორჯერ მივიდეს პარლამენტში

ტაბულა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი, რომლითაც პარტია ითხოვს პრემიერმინისტრს ვალდებულებად დაეკისროს წელიწადში ორჯერ წარსდგეს პარლამენტის წინაშე. შესაბამისი ცვლილება პარლამენტის რეგლამენტში უნდა შევიდეს. 

"რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული საპარლამენტო კონტროლის განხორციელების გაძლიერება.

პროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული სამთავრობო პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს პარლამენტისათვის პრემიერ-მინისტრის მიერ ანგარიშის წარდენის ვალდებულების სიხშირის ზრდა", - ამბობს ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

რეგლამენტის პროექტში წერია:

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია პარლამენტს წელიწადში ორჯერ, საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიების პლენარული სხდომების პირველივე კვირაში წარუდგინოს ანგარიში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ."

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, მაღალჩინოსნები მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულები არიან გამოცხადდენ პარლამენტში. თუმცა ქართული ოცნების მთავრობის წევრები კანონმდებლობის ამ მოთხოვნას არ ასრულებენ. გასული წლების განმავლობაში არსებობს მრავალი ფაქტი, როდესაც მაღალჩინოსნებმა დეპუტატების მოთხოვნა უგულვებელყვეს.  

კომენტარები