კონტრაქცია

შსს-მ კონტრაქციის მონაწილეების მუქარის შემცველ განცხადებებზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "საქართველოს ეროვნული ერთობის“ მიერ, რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას გამოთქმულ მუქარის შემცველ განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (მუქარა) დაიწყო.

"სამართალდამცველები გამოძიების ფარგლებში მოახდენენ კონკრეტული პირების გამოკითხვას და ჩატარდება კანონით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო მოქმედება" - აცხადებს შსს.

კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე აქციები დაიწყო, რასაც 13 მაისს ქსენოფობიური ჯგუფი "საქართველოს ეროვნული ერთობა" და სხვა ნეონაცისტური დაჯგუფებები კონტრაქციით დაუპირისპირდნენ.

კომენტარები