მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ქართველი ხალხის მტერმა ბანკირმა ირაკლი რუხაძემ მიჩივლა

ქართველი ხალხის მტერ ბანკირებისგან ერთერთმა, ირაკლი რუხაძემ [ლიბერთი ბანკის მფლობელმა] იქირავა ყველაზე ძვირადღირებული იურისტები და სარჩელი შეიტანა ჰოლანდიურ სასამართლოში ჩემს წინააღმდეგ პატივის და ღირსების დაცვაზე. როგორც ჩანს, მაფიას გონია, რომ გააჩნია პატივი და ღირსება.

მაფია ცდილობს დისკომფორტი შემიქმნას ჰოლანდიაში. მე ამ ქართველი ხალხის ძარცვისგან გამდიდრებულებისგან განსხვავებით,ძვირადღირებული იურისტების ფული არ მაქვს,მაგრამ მალე ვესტუმრები მათ საქართველოში და ბოლო კაპიკამდე დავაბრუნებინებ ქართველი ხალხისთვის მათ მიერ წართმეულ ფულს.

საკუთარ facebook-ზე წერს მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილმა თქვა, რომ ივანიშვილი ბანკებთან არის შეკრული, რომლის მეშვეობითაც ქვეყანას სისხლს სწოვს. სააკაშვილმა რამდენიმე ბანკი, მათ შორის ლიბერთი ბანკიც დაასახელა.

კომენტარები