ენიო მორიკონე

19 მაისს თბილისი-ბათუმის მიმართულებით დამატებითი ავიარეისი შესრულდება

19 მაისს, იტალიელი კომპოზიტორისა და დირიჟორის, ენიო მორიკონეს კონცერტთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართლებით დამატებით ავიარეისს ნიშნავს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ავიარეისი 16:00 საათზე შესრულდება, ხოლო ბათუმიდან რეისი თბილისის მიმართულებით, კონცერტის დასრულების შემდეგ, 01:30 საათზე.

ენიო მორიკონე რომის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად Black See Arena-ზე კონცერტს 19 მაისს 20:30 საათზე გამართავს. ორკესტრს თავად კომპოზიტორი უდირიჟორებს. მორიკონეს კონცერტის ბილეთი 60-დან 300 ლარამდე ღირს. ბილეთების ყიდვა tkt.ge-ზე ამ დროისთვისაც შესაძლებელია.

ენიო მორიკონე საქართველოში 2018 წელს დაგეგმილი ტურის ფარგლებში ჩამოვა. მსოფლიო ტურნეს კომპოზიტორი Black See Arena-ზე პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ხსნის.

კომენტარები