სანზონის, გლდანის და ვაშლიჯვრის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

pennystockresearch

დღეს, 14 მაისს, თბილისის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება შეუწყდება. ყაზტრანსგაზის ცნობით, დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, შეზღუდვა შეეხება სანზონის, გლდანის და ვაშლიჯვრის მოსახლეობას.

10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება სანზონაში, გურამიშვილის გამზირის №3, №5, №5ა, №5ბ, №7, №7ა, №9 და გვაზაურის ქუჩის №2, №3ბ და №4-ში მდებარე კორპუსების მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 17:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათამდე. 

11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიღომში, ვაშლიჯვრის დასახლების II ზონის №1ა, №1ბ, №2ა, №3ა, №3ბ, №4ა, №4ბ, №4ვ, №6, შპს „ან ან კომპანი 777“-ის, მუხრან მაჭავარიანის ქუჩის №20 (ვაშლიჯვრის დასახლების III ზონის №3ა), №63, №65, არზაყან ემხვარის II შესახვევის №5, №9-ში მდებარე კორპუსების, არზაყან ემხვარის ქუჩის და ლიფტების ქარხნის მიმდებარედ არსებული კერძო სექტორის მოსახლეობას. გაზმომარაგება ასევე შეუწყდება №33 საბავშვო ბაგა-ბაღს, შპს „იფქლი პირველს“ და სხვა კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 17:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათამდე. 

10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება გლდანის “ა“ მიკრორაინის №1, №2, №3, №4, №48, №49, №50, №51, №54, №56, №57, №58, №58a, №60, №61, №62, №63, №64, №65, №66, №67, №68, №69 და №70-ში მდებარე კორპუსების მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 17:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათამდე. 

"ყაზტრანსგაზ-თბილისი ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის“, - აცხადებს კომპანია. 

კომენტარები