კრიმინალი

შსს: ბათუმში საბურავების ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დავაკავეთ, ერთი კი ვამხილეთ

flickr

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ბათუმში 1987 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს, 1982 წელს დაბადებული თ.დ. კი ამხილეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.მ.-მ და თ.დ.-მ, მიმდინარე წლის 10 მაისს ბათუმში, მოქალაქის კუთვნილი "INFINITI"-ს მარკის ავტომობილიდან საბურავები მოიპარეს. ნაქურდალი საბურავები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სისხლის სამართლის კდოექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტი) მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები