ყალბი დოკუმენტების დამზადება

შსს: ყალბი პასპორტებისა და მართვის მოწმობების დამზადების ფაქტზე 4 პირი დავაკავეთ

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტზე 4 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ერთერთი დაკავებულის ბინის ჩხრეკისას, ამოღებულია კუსტარული წესით დამზადებული, საბერძნეთის რესპუბლიკის სახელით გაცემული ყალბი დროებითი ბინადრობის და მართვის მოწმობები, ასევე საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი ყალბი პასპორტები. 

"ერთ-ერთ ბრალდებულს გამოძიება ყალბი დოკუმენტაციის გასაღებასაც ედავება.
დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ამოღებულია კუსტარული წესით დამზადებული, საბერძნეთის რესპუბლიკის სახელით გაცემული ყალბი დროებითი ბინადრობის და მართვის მოწმობები, საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი ყალბი პასპორტები, სხვა სახის ყალბი დოკუმენტები და ამგვარი დოკუმენტაციის დასამზადებელი დანადგარები. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს." - წერია უწყების განცხადებაში.

კომენტარები