TI-ის კვლევა: 50%-ზე მეტის აზრით, ნარკოტიკის პირადი მოხმარების გამო, პირს არ უნდა აპატიმრებდნენ

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს (TI) დღეს, 11 მაისს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ ნარკოტიკის პირადი მოხმარების გამო, ადამიანი ციხეში არ უნდა ჩასვან. 

მსუბუქი ნარკოტიკული საშუალება:

არ უნდა მოიხადოს ციხის სასჯელი - 72%
უნდა მოიხადოს ციხის სასჯელი - 25%
უარი პასუხზე - 3%
არაფერი მსმენია ამ ნარკოტიკების შესახებ - 0%

კლუბური ნარკოტიკული საშუალება:

არ უნდა მოიხადოს ციხის სასჯელი - 56%
უნდა მოიხადოს ციხის სასჯელი - 36%
უარი პასუხზე - 5%
არაფერი მსმენია ამ ნარკოტიკების შესახებ - 3%

ინტრავენური ნარკოტიკი:

არ უნდა მოიხადოს ციხის სასჯელი - 53%
უნდა მოიხადოს ციხის სასჯელი - 43%
უარი პასუხზე - 4%
არაფერი მსმენია ამ ნარკოტიკების შესახებ - 1%

ამასთან, კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 45% თვლის, რომ ადამიანის დაკავების მიზნით, არსებობს პოლიციელების მხრიდან ნარკოტიკების ჩადების პრაქტიკა.

წაიკითხეთ ამავე თემაზე - 

TI-ის კვლევა: მოსახლეობის 45% თვლის, რომ ნარკოტიკის ჩადების პრაქტიკა არსებობს

TI-ის კვლევა: 50%-ზე მეტი თვლის, რომ პროკურატურა, შსს და სუს ოცნების ინტერესებს ატარებენ

TI-ის კვლევა: პრემიერმინისტრს 9% ენდობა სრულად, 19% - საერთოდ არა

არასამთავრობო ორგანიზაცია TI-ის დაკვეთით, კვლევა "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" ჩაატარა. კვლევა 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა და მთელი საქართველოს მასშტაბით 1 843 გამოიკითხვა. 

საშუალო ცდომილება 2.8%-ია. 

კვლევა ეხება კითხვებს კორუფციის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტებისადმი ნდობის, ხელისუფლების ძირითადი შტოებისა და ორგანოების მუშაობის, საჯარო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 1% ამბობს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში მათ ან მათი ოჯახის წევრებს ქრთამი მოსთხოვეს სახელმწიფო მომსახურების სანაცვლოდ;

ამასთან, გამოკითხულთა 36% ფიქრობს, რომ საქართველოში გავრცელებულია საჯარო მოხელეთა მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება პირადი მიზნების მისაღწევად, ხოლო 16% ფიქრობს, რომ ასეთი რამ გავრცელებული არ არის;

სხვა სახელმწიფო ინსიტუტებთან შედარებით, კვლევის მიხედვით, საგრძნობლად დაბალია მოქალაქეთა ნდობა პარლამენტისა და სასამართლოს მიმართ, რომლებსაც სრულად ან მეტწილად ენდობა გამოკითხულთა მხოლოდ 17% და 20%.

გამოკითხულთა 58% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, ხოლოდ 51% თვლის, რომ ის მიკერძოებულია. გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ სისტემაში არ უნდა მუშაობდნენ ის მოსამართლეები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ.

გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურებიან პროკურატურა (57%), შინაგან საქმეთა სამინისტრო (55%) და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (55%).

კომენტარები