რუსეთი

რუსეთში პუტინის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 1300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

Reuters

რუსეთის 10 ქალაქში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება სახელწოდებით "ის ჩვენი მეფე არ არის".

რუსული მედიის მიხედვით აქციებზე ჯამში 1300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათ შორის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნიც. აქციები სწორედ ნავალნის ორგანიზებულია და ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ არის.

გავრცელებული ცნობით, მოსკოვში მიმდინარე აქციაზე 574 ადამიანი დააკავეს, ჩელიაბინსკში - 164, იაკუტსკში - 75, ტოლიატიში - 63 სანკტ-პეტერბურგში - 63, კრასნოდარში -49.

პუტინის ინაუგურაციის ცერემონია 7 მაისს არის დაგეგმილი. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს გაიმართა და ამომრჩეველთა ხმების 75%-ზე მეტი ვლადიმირ პუტინმა მიიღო.

ვლადიმერ პუტინისთვის ეს რიგით მე-4 საპრეზიდენტო ვადა იქნება. პირველად ის პრეზიდენტი 2000 წელს გახდა, მან რუსეთის პირველი პრეზიდენტი ბორის ელცინი ჩაანაცვლა. მეორე ვადით პუტინი 2004 წელს აირჩა და 2008 წლამდე ეკავა თანამდებობა. გამომდინარე იქიდან, რომ ერთ ადამიანს მიყოლებით 2-ზე მეტჯერ პრეზიდენტობა არ შეუძლია, პუტინმა მომდევნო 4 წლით პრემიერმინისტრის სკამზე გადაინაცვლა, 2012 წელს კი კვლავ პრეზიდენტი გახდა. გაზრდილი საპრეზიდენტო ვადის გამო, ამჯერად უკვე 6 წლით. 

კომენტარები