აშშ-ში, ლუიზიანას შტატში ქიმიურ ქარხანაში ცეცხლი გაჩნდა. აფეთქების გამო 1.6 კილომეტრის რადიუსში მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება დაღუპულების და დაშავებულების შესახებ.
უცნობია რამ გამოიწვია ქარხნის აფეთქება.
ქარხანა ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ემსახურებოდა.
სოციალურ მედიაში გავრცელდა თვითმხილველების მიერ გადაღებული ვიდეოები, რომლებზეც აფეთქებაა ასახული.