NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა უმრავლესობის, 44%-ის აზრით, ცენტრალურ ხელისუფლებაში კორუფცია არსებობს

Shutterstock

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა, 44% მიიჩნევს, რომ ცენტრალურ ხელისუფლებაში კორუფციის პრობლემა არსებობს. 29% ამ აზრს არ ეთანხმება, ხოლო 27%-მა არ იცის.

გამოკითხულთა 35% ამბობს, რომ მის ადგილობრივ ხელისუფლებაში (საკრებულო, მერია, გამგეობა) კორუფციის პრობლემა არსებობს. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება 40%, 24%-მა კი არ იცის.

გამოკითხულთა 29%-ის აზრით კი, კორუფციის პრობლემა არსებობს საჯარო ინსტიტუტებში (საჯარო რეესტრი, სახელმწიფო საავადმყოფოები, სკოლები და ა.შ.). ამ მოსაზრებას გამოკითხულთა 51% არ ეთანხმება, 19%-მა კი არ იცის.

აღსანიშნავია, რომ ცენტრალურ ხელისუფლებაში კორუფციის პრობლემა არსებობს თბილისის გამოკითხული მოსახლეობის 51%-ის აზრითაც. გარდა ამისა, დედაქალაქში გამოკითხულთა 48% მიიჩნევს, რომ ანალოგიური პრობლემა ადგილობრივ ხელისუფლებაშიც (საკრებულო, მერია, გამგეობა) არის. შედერებით დაბალია მაჩვენებელი საჯარო ინსტიტუტებში (საჯარო რეესტრი, სახელმწიფო საავადმყოფოები, სკოლები და ა.შ.) კორუფციის არსებობის შესახებ - 37%. გამოკითხულთა 42% კი არ ეთანხმება აზრს, რომ საჯარო ინსტიტუტებში არსებობს კორუფცია. ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებში კორუფციის არსებობას კი 22 და 25% არ ეთაანხხმება.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2018 წლის 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი +-2.2%-ია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები