ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 15% თბილისის მერის კახა კალაძის საქმიანობას "ძალიან კარგად" აფასებს, ხოლო 38% - "კარგად".
კვლევაში მონაწილეთა 31% "საშუალოდ" აფასებს თბილისის ახალი მერის საქმიანობას, 7% - ცუდად, 5% - ძალიან ცუდად, ხოლო 4% პასუხობს, რომ არ იცის.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი +-2.2%-ია.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.





