ამერიკული კინო

სტივენ სპილბერგი, ლიამ ნისონი და ბენ კინგსლი "შინდლერის სიის" ჩვენებაზე

Stephen Lovekin / Shutterstock

ნიუ იორკის Beacon Theatre-ში გამართულ კინო-ფესტივალ “Tribeca”-ს მე-8 დღეს ცნობილი კინო-შედევრის შინდლერის სიის ჩვენება მოეწყო, სადაც ლიამ ნისონი, სტივენ სპილბერგი და ბენ კინგსლი ერთად გამოჩნდნენ.

მეორე მსოფლიო ომის თემატიკის ფილმებიდან ერთ-ერთი საუკეთესო ფილმის, “Schindler’s List”-ის ოსკარის 66-ე დაჯილდოებაზე წარდგენიდან 25 წელი გავიდა.

სამი ვარსკვლავის ერთად გამოჩენა ემოციური სანახავი იყო. სტივენ სპილბერგი ფილმის რეჟისორი, ლიამ ნისონი - მთავარი როლის შემსრულებელი, ხოლო ბენ კინგსლი ასევე ერთ-ერთი წამყვანი როლის შემსრულებელია.

სტივენ სპილბერგმა ფილმი 1993 წელს გადაიღო. ფილმი გერმანელ ბიზნესმენ ოსკარ შინდლერზეა, რომელმაც ათასობით პოლონელი და ებრაელი ადამიანი გადაარჩინა გაზის კამერებში სიკვდილისგან, როცა ისინი მეორე მსოფლიო ომის დროს თავის ქარხანაში დაასაქმა.

კინოფესტივალზე ფილმის ჩვენების დასრულებისას, სტივენ სპილბერგი გამოტყდა, რომ 1993 წლის შემდეგ პირველად ნახა "შინდლერის სია".

“ვუყურებდი ფილმს და უბრალოდ ამაყი ვიყავი... ძალიან, ძალიან ამაყი”- თქვა სპილბერგმა.

მან ასევე დაამატა, რომ ყველაზე ემოციური მისთვის ფილმის დასკვნითი ნაწილი იყო, როცა გადარჩენილი ხალხი შინდლერის საფლავზე მიდის. მან თქვა, რომ ამ კადრის გადაღებისას თავად იყო კამერის უკან.

ფილმი ეფუძნება ავსტრალიელი მწერლის, თომას კენილის 1982 წლის რომანს. ისტორიულმა დრამამ 7 ოსკარი მიიღო, მათ შორის საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო რეჟისორის ნომინაციებშიც.

კომენტარები