წყალდიდობა ისრაელში

ისრაელში მოულოდნელმა წყალდიდობამ 9 ახალგაზრდა იმსხვერპლა

BBC

ისრაელის ნეგევის უდაბნოში, 24 საათიანი უწყვეტი წვიმით გამოწვეულმა წყლის დიდმა ნაკადმა 9 ახალგაზრდა იმსხვერპლა. Washington Post-ის ინფორმაციით, ადგილობრივი სამაშველო სამსახურები აცხადებენ, რომ კიდევ 7 ახალგაზრდა კრიტიკულ მდგომარეობაშია, ერთი კი ამ დრომდე იძებნება.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდები სამხედრო მომზადებას გადიოდნენ და ლაშქრობაში წასვლისას მოსალოდნელი უამინდობა არ გაითვალისწინეს.

ყველა დაღუპული ახალგაზრდა 18 წლის იყო. შორის 8 გოგო და 1 ბიჭია.

 

კომენტარები