ბიძინა ივანიშვილი

მელია ივანიშვილზე: ცინიზმია მისი დაბრუნება, რადგან ის არასოდეს წასულა

ასეთი ცინიზმი ადამიანის მხრიდან, გამოვიდეს და თქვას, რომ მე ვბრუნდები იქ, საიდანაც იგი არასოდეს არ წასულა, ნაკლებად მოიძებნება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში.

ესეც ცალკე ტრაგედიაა, როდესაც ადამიანს მიაჩნია უბედურებად და მეორედ მოსვლად, როდესაც პარტიაში აქვს პრობლემა. თორემ, ის რომ ქვეყანაში მთელი 6 წლის განმავლობაში მართლაც მეორედ მოსვლაა და ტრაგედიაა, ეს არაფრად არ მიაჩნია, მაგრამ სანამ მუშტი-კრივი არ გამართეს ერთმანეთს შორის ქართულ ოცნებაში და სანამ უბრალოდ არ აგინებდნენ საპარალამენტო სხდომების მიმდინარეობისას, ეს ადამიანი თვლიდა, რომ არაფორმალური მმართველის ამპლუა კომფორტულია რა, თან ვმართავ და თან ხეებს გადავრგავ-გადმოვრგავ. მაგრამ აღარ იყიდება, აღარ დარჩა მე მგონი საზოგადოებაში არავინ, ვინც ამას დაიჯერებს, რომ ბატონი ივანიშვილი საიდანღაც ეხლა დაბრუნდა.

განაცხადა ენმ-ის ერთერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ. შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარეობიდან გადადგა, ქართული ოცნების თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი ბრუნდება.

კომენტარები