ქართველი სპორტსმენები

პარაძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა მსოფლიო თასი მოიგო

კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ქართველმა ძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა თურქეთში, ქალაქ ანტალიაში გამართულ პარაძიუდოს მსოფლიო გათამაშებაში გაიმარჯვა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

გოგოჭურმა ფინალში ბრიტანელი ძიუდოისტი, 2012 წლის ლონდონის პარალიმპიური თამაშების ვერცხლის და 2008 წლის პეკინის პარალიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი სემ ინგრენი დაამარცხა. 

ტურნირი 19-24 აპრილს მიმდინარეობდა და მასში საქართველოს უსინათლოთა ძიუდოს ნაკრების წევრებმა გიორგი გამჯამაშვილმა (66 კგ), ბაჩუკი შელიამ (73 კგ), გიორგი ბერიძემ (81 კგ) და ზვიად გოგოჭურმა (100 კგ) იასპარეზეს. 

სამინისტროს ცნობით, საქართველოს პარაძიუდოს დელეგაცია დღეს, 23:00 დაბრუნდება. 

კომენტარები