ჯორჯ ბუში უფროსი

ჯორჯ ბუში უფროსი საავადმყოფოში, რეანიმაციაში იმყოფება

Paul Morse Photography

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უფროსი საავადმყოფოში, ინტენსიური მოვლის პალატაში იმყოფება. 

"ის ჰიუსტონის ჰოსპიტალში გუშინ დილით გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც მის სისხლში ინფექცია გავრცელდა. მკურნალობს და მისი მდგომარეობა უმჯობესდება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყოფილი პირველი ლედი, ბარბარა ბუში 17 აპრილს, 92 წლის ასაკში, საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც ბუშის სტაფის წევრები ამბობენ, ექსპრეზიდენტი საყვარელ ცოლს ბოლო წუთამდე არ მოშორებია და მისი ხელი საათობით ეჭირა. 

ჯორჯ ბუში უფროსი 2017 წლის აპრილშიც იყო ჰოსპიტალიზებული - ის საავადმყოფოში, პნევმონიის გამო 16 დღე გაატარა. ამავე პერიოდში საავადმყოფოში ბარბარა ბუში ბრონქიტს მკურნალობდა. 

კომენტარები