მარიხუანა

არგენტინელმა პოლიციელებმა ნახევარი ტონა მარიხუანას გაქრობა თაგვებს დააბრალეს

Medical News Today

რვა არგენტინელი პოლიციელი სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მათ ნახევარი ტონა მარიხუანას გაქრობა თაგვებს დააბრალეს.

ბუენოს აირესის ერთ-ერთი განყოფილებაში შემოწმება ჩატარდა, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ რამდენიმე წლით ადრე ამოღებული 6 ტონა მარიხუანადან, მხოლოდ 5,5 ტონა იყო დარჩენილი.

პოლიცილებმა, რომლებმაც მარიხუანა ამოიღეს, თქვეს, რომ დაკარგული ნახევარი კილოგრამი მარიხუანა თაგვებმა შეჭამეს. სასამართლოს წარმომადგენელმა კი ამის პასუხად თქვა, რომ შეუძლებელია თაგვებს საჭმელი მარიხუანაში არეოდათ და თუ ეს მაინც მოხდებოდა, განყოფილებაში ბევრი მკვდარი თაგვი უნდა ეპოვნათ.

"ბუენოს აიერესის უნივერსიტეტის ექსეპერტებმა თქვეს, რომ თაგვებს მარიხუანა საჭმელში არ აერეოდათ და თუ ეს მაინც ასე მოხდებოდა, მაშინ განყოფილებაში ბევრი მკვდარი თაგვი უნდა ეპოვნათ." - თქვა სასამართლოს წარმომადგენელმა.

კომენტარები