არა ოკუპაციას

სუხიშვილებმა საზღვარი ანტიოკუპაციური პასპორტის ჩასადებებით გადაკვეთეს

ეროვნული ნაციონალური ბალეტის "სუხიშვილების" მოცეკვავეებმა საქართველო-თურქეთის საზღვარი ოკუპაციის საწინააღმდეგო პასპორტის ჩასადებით გადაკვეთეს. ამის შესახებ მათ ფეისბუქ გვერდზე დაწერეს.

სუხიშვილები კონცერტს ხვალ, 13 აპრილს, ანკარაში გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ 20% of my country is occupied by Russia - ამ წარწერით აქსესუარების კომპანიამ, Giovanni Morra-მ პასპორტის ჩასადებები ერთი თვის წინ დაამზადა.

კომენტარები