11 აპრილს მცხეთას, დუშეთის და თიანეთის სოფლების ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 11 აპრილს, მცხეთას, ასევე, თიანეთის და დუშეთის რაიონების სოფლებს ელექტრომომარაგება შეუწყდება. ებერგოპროჯორჯიას ცნობიღ, მიზეზი გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1167 აბონენტს თიანეთის რაიონში - ღულელებს, თრანს, ტოლაანთსოფელს, წყაროთუბანს, სიონს, ორხევს და მიმდებარე სოფლებს. 

11:00-დან 18:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეუწყდება 845 აბონენტს დუშეთის რაიონში - ბარისახოს, კორშას, მუქოს, ჭორმეშას და მიმდებარე სოფლებს.

12:10-დან 17:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 253 აბონენტს მცხეთაში - კარიბჭის, აღმაშენებლის, მრევლიშვილის, კანდელაკის, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებს. 

"სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - აცხადებს კომპანია.

კომენტარები