დავით მათიკაშვილი

მათიკაშვილი ფოფხაძეზე: საჯაროდ განცხადების გაკეთებისას მეტი დაკვირვება გვმართებს

მისი საჯარო განცხადება თანაგუნდელებისთვის იყო ცოტა შეურაცხმყოფელი, ეს აშკარაა. ამიტომ, ალბათ, როცა განცხადებებს ვაკეთებთ პოლიტიკურ და საჯარო სივრცეში, მეტი დაფიქრება დადაკვირვება გვმართებს.

"ქართული ოცნების" დეპუტატი, დავით მათიკაშვილი გედევან ფოფხაძის განცხადებას ეხმაურება. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ნინია კაკაბაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად აირჩია, გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ განაცხადა, "ქართული ოცნების" დეპუტატების ნაწილმა კი კაკაბაძისთვის ხმის მიცემისთვის საჯაროდ ბოდიში მოიხადა. დღეს, საქართველოს პრემიერმინისტრმა თქვა, რომ შეხვდა ფოფხაძეს და სთხოვა, არ დაეტოვებინა საპარლამენტო უმრავლესობა. პარლამენტის თავმჯდომარემ კი დეპუტატის განცხადებას შეურაცხმყოფელი უწოდა.

კომენტარები