დიდი დიღომი

დიდი დიღმისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების განრიგი დროებით იცვლება

თბილისის მერიის ცნობით, დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით 10 აპრილიდან სექტემბრის პირველ ნახევრამდე დიდი დიღმისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების განრიგი დროებით შეიცვლება. 

საწყის ეტაპზე პეტრიწის ქუჩაზე გათვალისწინებულია მოძრაობის შეზღუდვა მხოლოდ ფარნავაზ მეფის გამზირიდან პეტრე იბერის ქუჩის მიმართულებით. შესაბამისად, N14, 15, 21 და 54 ავტობუსები, ასევე, N42, 60, 73, 78, 109, 192 და N193 მიკროავტობუსები ფარნავაზ მეფის გამზირს ბოლომდე გაივლიან, შეუხვევენ დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე და მოძრაობას იბერის ქუჩაზე განაგრძობენ. ხოლო უკუმიმართულებით, ისინი ჩვეული მარშრუტით - პეტრიწის ქუჩის გავლით გადაადგილდებიან. 

რეაბილიტაციის შემდგომ ეტაპზე პეტრიწის ქუჩაზე მოძრაობა იბერის ქუჩიდან ფარნავაზ მეფის გამზირის მიმართულებით შეიზღუდება. შესაბამისად, ზემოთჩამოთვლილი მარშრუტები ფარნავაზის გამზირზე, ასევე დემეტრე თავდადებულის ქუჩის გავლით მოხვდებიან. ხოლო, პატარა დიღმიდან დედაქალაქის ცენტრისკენ მოძრავი N84 ავტობუსი დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან მირიან მეფის ქუჩაზე იბერის ქუჩის გავლით მოხვდება. 

"თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის,"- წერია განცხადებაში. 

კომენტარები