შრომის უსაფრთხოება

პრეზიდენტი შახტაზე: უმკაცრესად უნდა გაკონტროლდეს უსაფრთხოების წესების აღსრულება

ამ მძიმე წუთებში თანადგომა ვუცხადებ შახტაში მომუშავეთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს. ტყიბულში დღეს დატრიალებული უბედურება ცხადყოფს იმას, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა დრამატულად მძიმე და მიუღებელია. შეუძლებელია, რომ სახელმწიფო და საზოგადოება შეეგუოს მსგავს ვითარებას სამუშაო ადგილებზე. საჭიროა მთელი საზოგადოების, მათ შორის, დამსაქმებელთა და, ცხადია, პირველ რიგში, ხელისუფლების ძალისხმევა მივმართოთ შრომის უსაფრთხოების წესების აღსრულების უმკაცრესი კონტროლისკენ. ვინაიდან, ეს აღარ არის მხოლოდ დასაქმებულთა უსაფრთხოების, არამედ ეს გახლავთ სიკვდილ-სიცოცხლის თემა

დღეს ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც, დაიღუპა 6 და დაშავდა 3 მუშა

კომენტარები