ლიზა ბათიაშვილი

ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი ნობელის პრემიის კონცერტზე სოლოს შეასრულებს

Liza Batiashvili
Anja Frers / DG

ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი ნობელის პრემიის კონცერტში მიიღებს მონაწილეობას და სოლოს შეასრულებს.

ნობელის დაჯილდოების ისტორიაში კონცერტს პირველად გაუძღვება ქალი დირიჟორი კარინა კანელაკისი სტოკჰოლმის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად.

კონცერტი 8 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები