ბალტიის ზღვის რეგიონი

ბალტიის ზღვაში რუსული სარაკეტო წვრთნების გამო საჰაერო სივრცე ნაწილობრივ დაიკეტა

Reuters

რუსეთი კალინინგრადის რეგიონში სარაკეტო წვრთნებს ატარებს. წვრთნების გამო ლატვიას საკუთარი საჰაერო სივრცის ნაწილის დახურვა მოუხდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კალინინგრადში განთავსებული ფლოტი სამი დღის მანძილზე ბალტიის ზღვაში წვრთნების ფარგლებში საჰაერო და საზღვაო სამიზნეების განადგურებაში ვარჯიშობს.

ლატვიის პრემიერმინისტრმა, მარის კუჩინსკისმა წვრთნები "ძალის დემონსტრაციად" შეაფასა.

ლატვიის განცხადებით წვრთნები ლატვიის ექსკუზიურ ეკონიმიკურ ზონაში ტარდება. მათი თქმით სამხედრო წვრთნები მათ ტერიტორიასთან ასე ახლოს რუსეთს ჯერ არ ჩაუტარებია.

საჰაერო და საზღვაო გადაადგილების შესახებ გაფრთხილება გაავრცელა შვედეთმაც და ბალტიის ზღვის სამხრეთი დროებით საშიშ ზონად გამოაცხადა.

კომენტარები