სროლა youtube-ს შენობაში

YouTube-ის სათაო ოფისზე თავდამსხმელი 39 წლის ნასიმ აღდამია

BBC

პოლიციის განცხადებით YouTube-ის სათაო ოფისზე თავდამსხმელი 39 წლის ნასიმ აღდამია. ის სან დიეგოში ცხოვრობდა და ვებგვერდის მისამართით უკმაყოფილებას საკუთარ არხზე და ვებგვერდზე გამოხატავდა.

"YouTube-ზე და სხვა ვებგვერდებზე გავითარების თანაბარი შესაძლებლობა არ არსებობს. შენი არხი გაიზრდება, თუ ისინი ამას მოისურვებენ!" წერდა ის.

აშშ-ის მედიის ინფორმაციით აღდამი კომპანიაზე გაბრაზებული იყო, რადგან, მისი თქმით, YouTube მის ვიდეოებს ფილტრავდა და მას ფულს არ უხდიდა.

კალიფორნიაში მდებარე მთავარ ოფისზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის შედეგად კომპანიის 3 თანამშრომელი დაშავდა. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

კომენტარები