სროლა youtube-ს შენობაში

Youtube-ის შენობაზე სავარაუდო თავდამსხმელი მოკლულია

CNN

კალიფორნიაში, Youtube-ს შენობაზე თავდამსხმელი მოკლულია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. პოლიციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სავარაუდო თავდამსხმელი ქალი იყო და ის შენობაში თვითდაზიანებებით იპოვეს.

უცნობია იმ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც თავდასხმის შედეგად დაშავდნენ და სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილნი.

კალიფორნიაში, Youtube-ს სათაო ოფისში მომხდარი სროლის შედეგად სულ მცირე, 4-5 ადამიანი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

პოლიციის განცხადებით, მათ რეაგირება "აქტიურ სროლაზე" მოახდინეს. სამართალდამცავები მოსახლეობას მიმდებარე ტერიტორიებზე სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ. ადგილზე მობილიზებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

Youtube-ს თანამშრომლები ტვიტერზე წერენ, რომ შენობაში პანიკა იყო და ადამიანების ნაწილი ტერიტორიის დატოვებას ცდილობდა.

კომენტარები