დღის ფოტო

თავდასხმიდან 5 წლის შემდეგ მალალა იუსუფზაი პაკისტანში პირველად ჩავიდა

BBC

ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, მალალა იუსაფზაი 5 წლის შემდეგ პაკისტანში საკუთარ სახლში დაბრუნდა, სწორედ იქ, სადაც მას 2012 წელს ქალების განათლების კამპანიის წამოწყების გამო, 15 წლის ასაკში თავში ესროლეს. 

"როდესაც პირველად ვისაუბრე, ცრემლებს ვერ ვიკავებდი. ეს ძალიან ემოციურია. უბრალოდ, ძალიან ბედნიერი ვარ სახლში ყოფნით და იმით, რომ კიდევ ერთხელ შემიძლია ფეხი დავდგა ამ მიწაზე,"- უთხრა იუსუფზაიმ BBC-ის.

კომენტარები