თავდასხმა 13 წლის მოზარდზე

სასამართლომ, 13 წლის მოზარდზე თავდასხმის გამო, ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ 13 წლის მოზარდის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობისთვისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის ბრალდებულს, აზერბაიჯანის მოქალაქეს რ.გ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 28 მარტს, დაახლოებით 14:40 საათზე, ქ.თბილისში, სადარბაზოს ლიფტში რ.გ. ცდილობდა არასრულწლოვნისთვის სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებას და ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რ.გ.-ს დანაშაულებრივი ქმედება აღკვეთილი იქნა ბავშვის ყვირილზე სადარბაზოში გამოსული მეზობლების დახმარებით.

სამართალდამცველებმა რ.გ. დანაშაულის ჩადენის ადგილას დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-117-მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით [ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ] და 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით [სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ] წარედგინა.

რ.გ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება," - ნათქვამია პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარები