ადამიანით ვაჭრობა

ადამიანით ვაჭრობაში ბრალდებულ უზბეკეთის მოქალაქეს 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ადამიანით ვაჭრობაში ბრალდებულ უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

"სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ 2017 წლის აგვისტოში, მ.უ-მ უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქის გ.უ-ს საქართველოში ჩამოყვანა უზრუნველყო, რის შემდგომ ჩამოართვა პასპორტი, საცხოვრებლად მოათავსა ნაქირავებ ბინაში, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, ძალადობით და იძულებით მოახდინა მისი გადაბირება და პროსტიტუციაში ჩაბმა. მ.უ-ს დაზარალებული ხელვაჩაურის რაიონში მდებარე სხვადასხვა ღამის კლუბებში, რესტორნებში და სასტუმროებში გადაჰყავდა და იძულებით მის სექსუალურ ექსპლუატაციას ახდენდა, ხოლო გამომუშავებულ თანხებს ისაკუთრებდა." წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრალდებული გამოძიებას მიემალა, სასამართლომ ის დაუსწრებლად სცნო დამნაშავედ. 

 

კომენტარები